Thursday, 30 June 2016

სასწავლი პროექტი

პროექტის სახელწოდება: ლონდონი
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ლონდონის ისტორიას და მის ღირს შესანიშნავ ძეგლებს, ძველს და ახალსაც.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლე ეცნობა სხვა ქვეყნას, იგებს მნიშვნელოვან ფაქეტბს ქვეყნის ისტორიიდან კულტურიდან და არქიტექურიდან.
პროექტის მიზანი: უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სახელმწიფო სიმბოლოებს (დროშა, გერბი, ჰიმნი და სხვა);
·           ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ. სამიზნე ქვეყნების დედაქალაქები, გერმანიის გაერთიანების დღე, ბასტილიის აღების დღე და სხვა);
·           ამოიცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ბიგ ბენი, ოსტანკინოს ანძა და სხვა);
·           ამოიცნობს ისტორიულ პირებს და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ. ვოლფგანგ გოეთე, შარლ დე გოლი, დედოფალი ელისაბედ მეორე, ალექსანდრე პუშკინი), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროებს, ეპოქას, დამსახურებას;
·           ასახელებს დღესასწაულებსა და ზეიმებს.

 კლასი:  X
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეცნობიან ლონდონის სახელმწიფო სიმბოლოებს, მასთან დაკავშირებულ დემოგფიულ და გეოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულმოვლენებს, ისტორიულ პირებს  და გამოჩენილ ადამიანებს და  რესასწაულებს.

პროექტის მსვლელობა: 1)  მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროების საშუალები. ისინი დაიყოფიან ორ ჯგუფად ერთი ჯგუფი არკვევს ლონდონის სიმბოლოებს( დროშა, გერბი, ჰიმნი) ინტერნეტის დახმარებით ხოლო მეორედემოგრაფიულ და გეოგრაფიულ მონაცემებს. ბავშვებს შეუძლიათ მოიძიონ გარკვევული მონაცემები ბიბლიოთეკის დახმარებითაც. 2)მო აწყობენ შეხვედრას სკოლის სხვა მოსწავლეებთან სადაც აკეთებენ განხილვას ხელოვნების და არქიტექურის ნიმუშებთან დაკავშირებით, სადაც აგრეთვე მოაწობენ  სლაიდის ჩვენებას პრეოექტორით. სლაიდით ისინი აჩვენებენ ლონდონის თანამედროვე და  ძველ არქიტექტურულ ღირს შესანიშნაობებს.  3) დაგეგმავენ ლიტერატურულ საღამოს სადაც გაეცნობიან მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურებს. მაგალითად ელისაბედ მეორის შესახებ. გააკეთებენ მცრე დადგმას მისი ცხოვრების ფრაგმენტიდან. 4) მოსწავლეები აირჩევენ ერთ ერთ  სახალხო რესასწაულს რომელსაც აგნიშნავენ ლონდონში, მოძიებენ განსაკუთრებულ დეტალებს რომელის კარგად დაანახებს მათ დღსასწაულის შინაარს და მნიშვნელობას.  შემდეგ კი მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დახატავენ ნახატს რომელშიც გადმოცემული იქნება , მათ თვალტახედვით დანახული  დღესასწაული.

No comments:

Post a Comment