Thursday, 23 June 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი თემა
can and can’t;  დიალოგი;
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა რაოდენობა
II საფეხური; VII კლასი;
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის / მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეები, სასაუბრო თემა);
·           ამოკრეს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
·           ამოიცნობს დადებით და უარყოფით შეფასებებს.
ცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
·           სათანადოდ იყენებს ზმნიზედებს და ზმნის ნასწავლ ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
·           იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;
·           იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
·           სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკას.


წინასწარი  ცოდნა

1.მოსწავლეს უნდა შეეძლოს მარტივი კითხვების დასმა და პასუხის გაცემა
2.უნდა გააჩნდეს სიტყვების გარკვეული მარაგი.
3. იცნობდეს ზმნებს თავის გრამატიკული დროებით;
4. უნდა შეეძლოთ ზმნების უღლება პირის ნაცვალსახელებთან ერთად;


სასწავლო მასალა
Can(შეძლება) მოდალური ზმნის მნიშვნელობები: 1. უნარი, ცოდნა შესაძლებლობა; (ability)2. ალბათობა, ვარაუდი;(possibility) 3.ხოვნა, ნებართვა;(permission)
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ზმნების სწორად გამოყენებას სასაუბრო პრაქტიკაში;
გაკვეთილის მსვლელობა
1.      Long sentence game - მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს წინადადებას რომელშიც უნდა გამოიყენოს can (შეძლება) - მოდალური ზმნა, მაგალითად „I can drive a car”, ბავშვებმა უნდა გააგრძელონ წინადადება და მიუმატონ საკუთარი შესაძლებლობების გამომხატველი მოქმედებები. მოსწავლე A: I can drive a car and playng tennis; და ასე გრძელდება მთელი კლასის ირგვლივ სანამ რომელიმე მოსწავლე არ გაიმეორებს იგივე სიტყვას. (5 წუთი)
2.      მასწავლებელი უხსნის ბავშვებს როგორ გამოიყენონ can  ზმნა შესაძლებლობებზე საუბრის დროს. ის დემონსტრირებას აკეთებს ინგლისურ ენაზე ლაპარაკით, სწრაფად და გარკვევით ეუბნება  I can speak English.  აგრძელებს სიმღერა ცუდად   და ეუბნება ბავშვებს I can’t sing. (2 წუთი)
3.      ბავშვები უყურებენ სახალისო ვიდეო მასალას. (2 წუთი)
4.      ბავშვებს ეძლევა სავარჯიშო რომელშიც გამოტოვებულია ადგილები  can და can’t ზმნებისთვის.(5 წუთი)
5.      მასწავლებელი უკითხავს ბავშვებს დიალოგს მოსწავლეები უსმენენ მას და შემდეგ შეძლებისდაგვარად ამბობენ  ვინ არიან მოსაუბრენი ერთმანეთისთვის და რაზე საუბრობენ. ამის შემდეგ ისინი მასწავლებელთან ერთად თარგმნიან ტექსტს და იწერენ ახალ სიტყვებს. დიალოგში კარგად ჩანს can მოდალური ზმნის დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობები.(10 წუთი)
6.      ტექსტის გააზრების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ როლურ თამაშს წყვილებში. მათ შეუძლიათ გამართონ დიალოგი ნებისმიერ თემაზე.( 10 წუთი)

7.      შესრულებული დავალებების და აქტივობების საფუძველზე მასწავლებელი აკეთებს გაკვეთილის შეფაებას და დასკვანს რა ვისწავლეთ. აძლევს კონკრეტულ სეფასებებს მოსწავლეებს.



შეფასების პროცედურები

1.      საკომუნიკაციო სიტუაციის ამოცნობა:
2.      ფაქტობრივი ინფორმაციის ამოკრება;
3.      დადებითი და უარყოფითი შფასების ამოცნობა;
4.      ზმნების სათანადო ფორმებში გამოყენება;





                             შეფასების   სქემა
             ინდიკატორები


კრიტერიუმები


         1-3

           4-5

     6 -8
   
       9 -10
1.      საკომუნიკაციო სიტუაციის ამოცნობა

 ამოიცნობს ცალკეულ სიტყვებს დიალოგში.
ახერხებს ზოგიერთი მოსმენილი სიტყვების თარგმანს.
 ნაწილობრივ შეუძლია ადგილის გარემოების შესაბამისი სიტყვების ამოცნობა
სრულყოფილად შეუძლია მოსმენილი დიალოგის გაგება.
2.      ფაქტობრივი ინფორმაციის ამოკრება
 ამოიცნობს ცალლკეულ სიტყვებს დიალოგში
ახერხებს ტექსტის წაკითხვას და თარგმნას
ნაწილობრივ შეუძლია ტექსტში არსებული  შინაარსის გააზრება
სრულყოფილად შუეძლია ტექსტიდან ინფორმაციის ამოკრება
3.      დადებითი და უარყოფითი ფორმების ამოცნობა

შეძლოს ტექსტის წაკითხვა და გარკვეული სიტყვების გაგება
ინტონაციის მიხედედვით შეუძლია გაარკვიოს დადებითი და უარყოფითი  ფორმები
  ახერხებს წაკითხულის გააზრებას და გაგებას. აქედან გამომდინარე ადგენს უარყოფით და დადებით ფორმებს
სრულყოფილად თარგმნის იგებს შინაარს. ფლობს დადებითი და უარყოფითი ფორმების ფორმირებისთვის არსებულ წესებს
4.       ზმნების სათანადო ფორმებში გამოყენება
არკვევს რომელია წინადადებაში ზმნა
ახეხრებს ზმნის ფუნქციების ჩამოთვლას დახმარებით
შეუძლია ზმნების კატეგორიების გარკვევა და მათი კიტხვითსა და უარყოფითში ჩაყენება.
სრულყოფილად ფლობს მნის კატეგორიებს(წეიერი და არაწეიერი), იცის მათ წარსულ დროში წარმოება. კარგად იცის კითხვითში და უარყოფითის ფორმირება დროებთნ ერთდ

No comments:

Post a Comment